საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს საფრანგეთში შეხვდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებებს მართავენ სამხრეთ საფრანგეთში. შეხვედრის მთავარი თემა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებია, მათ შორის უკრაინაში, ირანსა და სირიაში არსებული სამხედრო კონფლიქტები.

პუტინთან შეხვედრამდე მაკრონი მედიას შეხვდა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარკებების შედეგად შესაძლებელი იქნება უკრაინის საკითხზე პროგრესის მიღწევა. მაკრონის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ, რეალური შანსი გაჩნდა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

მედიასთან კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმაც, რომელმაც თქვა, რომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მას აქვს ოპტიმიზმის მიზეზი.

საფრანგეთი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე მოდერატორის როლს თამაშობს რუსეთსა და უკრაინას შორის.

პრესკონფერენციაზე მაკრონმა რუსეთში საპროტესტო აქციებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რუსეთში დაცული უნდა იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც - თავისუფალი არჩევანის უფლება. პასუხად პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში არ სჭირდებათ „ყვითელი ჟლეტების“ მსგავსი დემონსტრაციები, თუმცა თუ ხალხი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავს, ეს მისაღებია.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაზე საუბარი იყო სირიის დაბომბვებზეც. მაკრონის თქმით აუცილებელია, რომ სოჭის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შესრულდეს. პუტინის აზრით კი, იდლიბში ტერორისტების წინააღმდეგ დაბომბვები უნდა გაგრძელდეს.