თეთრი სახლი ამერიკელ ინვესტორებს ზოგიერთ ჩინურ კომპანიაში ინვესტიციის ჩადებას უკრძალავს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღმასრულებელი ბრძანებით ამერიკელ ინვესტორებს ისეთ ჩინურ კომპანიებში აეკრძალათ ინვესტიციების ჩადება, რომლებსაც ჩინეთის სამხედრო ინდუსტრია აკონტროლებს. ეს ადმინისტრაციის მხრიდან, ამერიკის არჩევნების შემდეგ, პეკინზე ზეწოლის გაზრდის მცდელობაა.

ასევე ნახეთ: ბაიდენმა მმართველი გუნდის შექმნა დაიწყო

ამ ბრძანების საფუძველზე, შეიძლება ზოგიერთი ისეთი დიდი ჩინური კომპანია დაზარალდეს, როგორიცაა China Telecom Corp, China Mobile Ltd და სათვალთვალო აპარატურის მწარმოებელი კომპანიამ, Hikvision.

ამ ნაბიჯით, ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკულ საინვესტიციო ფირმებს, საპენსიო ფონდებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს უკრძალავს 31 ჩინურ კომპანიაში ინვესტიციის ჩადებას.

მიმდინარე წელს თავდაცვის დეპარტამენტმა ეს კომპანიები ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ ბიზნესებად გამოაცხადა.

აღმასრულებელი ბრძანება ძალაში 11 იანვრიდან შევა.