საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც შეძლებს 10 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდება
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში დღეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წარმოადგინა. საანგარიშო პერიოდში „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა 2 ფაქტი, როდესაც მოქალაქეები სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის თაობაზე საჯაროდ საუბრობდნენ. ორივე მათგანი შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორსა და კასპში მოხდა. ერთ შემთხვევაში ზეწოლა გამოიხატა პოლიტიკური აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფორმაში, ხოლო მერე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საკრებულოს დეპუტატის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მუქარას“,- ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობებს ხელისუფლების მხრიდან, სამართლიანი არჩევნები ამბობს: საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციის მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა.მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ კამპანიის დაწყებამდე უკვე დაანონსებული იყო სახელმწიფო პენსიებისა და სოციალური დახმარებების ზრდის თაობაზე, რომელსაც 2013 წლის 1 ივლისიდან და 1 სექტემბრიდან უნდა ჰქონდეს ადგილი. წარსულში არჩევნებზე ხშირად ქონდა ადგილი ისეთ შემთხვევებს, როდესაც სოციალური პროექტების დიდი ნაწილის დაწყება წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვეოდა და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმებოდა. შესაბამისად, აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სახელმწიფო ბუჯეტის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საფრთხეს.“ ციტატის დასასრული.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ამბობს:
„ჩვენ ალბათ, ძალიან კარგად გვახსოვს, რომ შარშან, არჩევნებისთვის გარკვეული ინიციატივები მომდინარეობდა ადგილობრივი აქტივისტებისგან, რამაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად იმოქმედა საპარლამენტო არჩევნების წინ გარემოზე. ის ფაქტი, რომ ფონდი „ქართუ“ ეწევა პირდაპირ ფინანსურ დახმარებას და შემდეგ სოფლის მეოურნეობის სამინისტრო მატერიალურ შეღავათებს თუ დახმარებებს უწევს ამომრჩევლებს, შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენი რეკომენდაციაა, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ეს რეგულაციები განსაკუთრებული სიმკაცრით მოქმედებს, ფონდმა „ქართუმ“ თავი შეიკავოს ისეთი ფინანსური დახმარებებისგან სოფლის მეურნეობის ფონდისთვის, რომელიც შემდგომში ითვალისწინებს კონკრეტული მოქალაქეებისთვის გარკვეული ფინანსური შეღავათებისა თუ მატერიალური დახმარების გაწევას.“
ამ საკითხზე კომენტარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამაც გააკეთა. მისი განცხადებით:
„ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევია, ან რაიმე ტიპის ეჭვს იწვევს, რომელიმე საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა იმ კუთხით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამან გავლენა არ მოახდინოს ამომრჩეველზე, ამ მიმართულებით შეიძლება მსჯელობა, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამების მხარდაჭერა.“
ცვლილებების პაკეტი შევა პარლამენტი, რაც პარტიების დაფინანსების საკითხის სხვაგვარად მოწესრიგებას ითვალისწინებს. საჯარო ღონისძიების მოწყობის შედეგად ნებადართული შემოსავლების ოდენობა 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე იზრდება. შემოწირულობის უფლება უბრუნდება იურიდიულ პირებს იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ მისი პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. პროექტის თანახმად, პარტიის მიერ იურიდიული პირისგან მიღებული შემოწირულობა წელიწადში 120 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიების დაფინანსებისას ბიუჯეტიდან კი განსაზღვრავს ის, გადალახავს თუ არა იგი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისას 3 პროცენტიან ბარიერს. საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც შეძლებს 10 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდება. ამის შესახებ დღეს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ის, რომ პარტიების დაფინანსებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამაც გაუსვა ხაზი:
„პარტიების დაფინანსების საკითხი სერიოზულ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები პარტიების დაფინანსების კუთხით, ამან თანაბარი პირობები მაინც ვერ შექმნა. დაფინანსება მიიღო მხოლოდ იმ პარტიებმა, რომლებსაც გარკვეული შედეგები ჰქონდათ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი, რომელსაც არ აქვს სერიოზული არც ფინანსური და არც ადამიანური შესაძლებლობები. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა პარტია იყოს სახელმწიფოს კმაყოფაზე, ხელოვნური სუნთქვის მსგავსი ვუტაროთ ჩვენ და ამით ვაცოცხლოთ პარტია. კონკურენცია პარტიებს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს. ბუნების კანონია, რომ ძლიერი იმარჯვებს და ჩვენ არ შეგვიძლია, ნებისმიერი პარტია, რომელიც საქართველოში არსებობს და ასეთი ორასზე მეტია, ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ. თუმცა ასევე არ შეიძლება ხელოვნურად შევუწყოთ ხელი, სასათბურე პირობები შევქმნათ გარკვეული პარტიებისთვის იმის გამო, რომ მან დაიკავოს კონკრეტული ნიშა, მაგალითად ოპოზიციის, რაც შეინიშნებოდა ბოლო წლებში ნაციონალური მოძრაობის დროს.“
სააარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმი უკვე არსებობს, სხვებთან ერთად მის ხელმომწერებს შორის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტებიც არიან. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელიც დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც არასაპარლამენტო პარტიებმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეს, ამბობს:
"რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა ის უნდა შესრულდეს. თუ ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია არსებობდა, ამაზე მემორანდუმის ხელმოწერამდე უნდა ესაუბრა. ვფიქრობ, იმისთვის, რომ პარტიებს შორის ნდობა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა შეასრულონ პირობები, რაზეც შეთანხმდნენ".

Your browser doesn’t support HTML5