სპარსეთის ყურის ქვეყნები ეგვიპტეს ამერიკის დახმარების სანაცვლოდ 12 მილიარდს სთავაზობენ
ეგვიპტის დროებითი სამხედრო მთავრობა ოპოზიციასთან მიმართებაში უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს, იმ დროს როდესაც შეერთებული შტატები ეგვიპტის ხელისუფლებისთვის დახმარების საკითხის გადაწყვეტას ცდილობს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ვაშინგტონიდან იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა ხდება ეგვიპტის სამხედროებით დაკომპლექტებულ მთვარობაში და რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამერიკას იმისთვის რომ ეგვიპტეში სიტუაცია მართოს.
ეგვიპტელი სამხედროებისთვის ძალაუფლების გადაცემის შემდეგ, რომლებმაც პრეზიდენტი მორსი ივლისში ჩამოაგდეს, შეერთებული შტატები ეგვიპტესთან მიმართებაში თავის საშინაო, გრძელვადიანი, ისტორიული, სოციალური კონტროლის განხორციელების არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. პრობლემას ქმნის ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში მორსის ჩამოგდების და შემდგომი პროცესების დროს მომხდარი შეტაკებები, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
უმაღლესი საზღვაო სკოლის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი რობერტ სპრინგბორგი ამბობს, რომ როგორც ჩანს ეგვიპტის მოსახლეობა ეგვიპტელი სამხედროების მოქმედებებს ადეკვატურად აფასებს.
რობერტ სპრინგბორგი: ეს ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ ინსტიტუციას წარმოადგენს. საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის 80 % სამხედროების მოქმედებებს გამართლებულად მიიჩნევს, ზოგიერთ გამოკითხვაში კი 90% ფიქსირდება. ასეთ მაღალ შედეგს ქვეყანაში მოქმედი არცერთი სხვა ინსტიტუცია არ აჩვენებს.
სპრინგბორგი ამბობს, რომ ეგვიპტის სამხედრო პოტენციალი მსოფლიოში თავის სიდიდით მეთერთმეტე ადგილზეა. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების მეოთხე კლიენტს ამერიკაში დამზადებული სამხედრო ვერტმფრენების ეფ-16 ის შესყიდვების მხრივ. მათ მფლობელობაში შედის ასევე ოთხი ათასი საბრძოლო ტანკი.
ის ამბობს რომ მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების სტანდარტების ფონზე ეს მართლაც უდიდესი სამხედრო პოტენციალია. თუმცა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში არანაკლები წვლილი შეერთებული შტატების დახმარებაზე მოდის. ამერიკა ეგვიპტეს ყოველწლიურად 1, 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უწევს.
ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ამერიკის ხელისუფლებას ეგვიპტეში სამხედროების მიერ მორსის ჩამოგდების გამო ამ დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ობამას ადმინისტრაციაში ამ საკითხს ისევ განიხილავენ.
„რენდ კორპორაციის“ ეგვიპტის სამოქალაქო და სამხედრო საკითხთა ექსპერტი ჯეფრი მარტინი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ, შეერთებული შტატების მიერ დახმარების შეკვეცის შემთხვევაში ეგვიპტეს ამ დახმარების კომპენსაცია შესთავაზა.
ჯეფრი მარტინი: ამ ქვეყნებმა უკვე დადეს პირობა 12 მილიარდი დოლარის დახმარების თაობაზე. ეს უხეშად რომ ვთქვათ, 10-ჯერ აღემატება იმ დახმარების მოცულობას, რასაც შეერთებული შტატები გასცემს ეგვიპტისთვის. არსებობს ერთი ნიუანსი, იმ დახმარებიდან რასაც ამერიკა გასცემს, ერთი ნაწილის კომპენსაცია შეუძლებელია, ეს არის სამხედრო დახმარება. საუდის არაბეთს შეუძლია ეგვიპტეს ნავთობიდან მიღებული თანხით დაეხმაროს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ემ-1 და ეი-1 ტიპის ტანკებით, აპაჩის ტიპის ვერტმფრენებით და ეფ-16-ით. ვერც საბრძოლო დანადგარებით და იმ სამხედრო აღჭურვილობით რომელიც მათ სამხედრო მიზნებისთვის სჭირდებათ.
ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ეგვიპტეს და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის მიუხედავად, შეერთებულ შტატებს ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებში მაინც უმნიშვნელო გავლენა აქვს.
ჯეფრი მარტინი: ნებისმიერი სახელმწიფო საკუთარი სტრატეგიული ინტერესების მიხედვით განვითარებას ცდილობს. არც ამერიკამ უნდა მოიხადოს ამაზე ბოდიში, და არც ეგვიპტემ. მომავალში სახელმწიფოს ლიდერები თავად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებათ. სამხედრო ძალის ინტერესებში როგორც ჩანს „მუსლიმთა საძმოს“ მხრიდან თავდაცვაც შედის და ამ საკითხში ისინი ამერიკის დახმარების, თუ ამ დახმარების გარეშეც შესაბამისად იმოქმედებენ.
რობერტ სპრინგბორგი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს გარკვეული სადავეები გააჩნია იმისათვის, რომ ეკონომიკური მიმართულებები გააკონტროლოს, განსაკუთრებით, ეს ეხება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, ისეთი როგორც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
რობერტ სპრინგბორგი: საბოლოოდ ეგვიპტე მაინც შეეცდება საეთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარებისთვის მაინც მიმართოს, თუმცა ეს უცხოურ, პირდაპირი ინვესტიციის წყაროს სპარსეთის ყურის ქვეყნების გვერდის ავლით უნდა წარმოადგენდეს. და თუკი შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ეგვიპტემ არ უნდა გარისკოს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან თანხების მიღება, ეგვიპტეს ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნება.
თუმცა სპრინგბორგი აცხადებს იმასაც, რომ შეერთებულმა შტატებმა ზეწოლის ეს ბერკეტები ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენოს, რადგან მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს, თუ ამ საკითხში ჩარევა უხეში ფორმებით მოხდება.“