ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებს თვალს არმიის ქმედებას მოკავშირე ქვეყანაში და ეგვიპტელებს მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ დემოკრატიის გზას. შეერთებული შტატების ლიდერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადაყენების გამო, ამერიკა ეგვიპტისთვის გამოყოფილი დახმარების პროგრამებს თავიდან გადახედავს. პრეზიდენტი ობამა ეგვიპტის არმიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს მაქსიმალურად უზრუნველყოს მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხოება გარდამავალ პერიოდში.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ეგვიპტეში შექმნილ მდგომარეობას „არამყარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა „რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“. ბან კი მუნი ასევე აღნიშნავს, რომ ის მუდამ ეგვიპტელი ხალხის გვერდში იდგება. ოთხშაბათს, გვიან ღამით გაკეთებულ განცხადებაში, კეტრინ ეშტონმაც, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აღნიშნა, რომ ეგვიპტე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ პროცესებს. დაგმო რა „ნებისმიერი სახის ძალადობრივი აქტი“, მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია უფრო წარმომადგენლობითი იქნება, პატივს სცემს კანონის უზენაესობას და „სრულად გაითავისებს ეგვიპტელების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს“.