პაპი ფრანცისკე არქიეპისკოპოს ველბისთან საუბრისას ერთსქესიანი ქორწინების თემას შეეხო. ის მტკიცედ ეწინააღმდეგება ერთსქესიან ქორწინებას.
პაპი ფრანცისკე და ანგლიკანური ეკლესიის წინამძღვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ ველბი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ორი ეკლესიის ლიდერის შეხვედრა პარასკევს ვატიკანში გაიმართა.
პაპი ველბისთან საუბრისას ერთსქესიანი ქორწინების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ორივე ეკლესიამ ოჯახის სტაბილურობაზე უნდა იზრუნოს.
პაპი ფრანცისკე მტკიცედ ეწინააღმდეგება მის მშობლიურ არგენტინაში ერთსქესიან ქორწინებას. მიუხედავად იმისა, რომ არქიეპისკოპოსი ველბიც ამ აზრისაა, იგი მხარს უჭერს ქალი მღვდლების კურთხევას, რამაც ანგლიკანური ეკლესიის ორად გაყოფა გამოიწვია.