პაპმა ფრანცისკემ მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების კათოლიკურ ეკლესიაში ზოგიერთი კონსერვატორის „ჩამორჩენილობა“ და თქვა, რომ მათ რწმენა იდეოლოგიით ჩაანაცვლეს და რომ კათოლიკური დოქტრინის სწორი გაგება დროთა განმავლობაში ცვლილებებს უშვებს.
პაპის კომენტარები, შეერთებული შტატების კათოლიკურ ეკლესიაში პროგრესულებსა და კონსერვატორებს შორის არსებული დაყოფის აღიარება იყო. კონსერვატორებმა მხარდაჭერა დიდი ხანია იპოვეს წმინდა იოანე პავლე II-ის და ბენედიქტ XVI-ის პაპობის დოქტრინებში. კერძოდ აბორტის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხებზე.
ასევე ნახეთ: „ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების არევას“ - პაპი ეკლესიაში სტატუს კვოსთან დაპირისპირების პირობას დებსბევრი კონსერვატორი აკრიტიკებს ფრანცისკეს მიდგომას, რომელიც ამის ნაცვლად ყურადღებას სოციალური სამართლიანობის საკითხებზე ამახვილებს, როგორიცაა გარემოს მდგომარეობა და ღარიბები. იმავდროულად, ერეტიკოსობას უწოდებენ მის მზადყოფნას, განქორწინებულ და სამოქალაქო წესით ხელმეორედ დაქორწინებულ კათოლიკებს ზიარების უფლება მისცეს.
ადრე ფრანცისკემ აღიარა, რომ ზოგიერთი ამერიკელი კონსერვატორი მას აკრიტიკებდა და ერთხელ დამცინავად თქვა, რომ ამერიკელებისგან თავდასხმა „პატივია“.