რამდენად არის შესაძლებელი რომ ვატიკანის ტახტზე შავკანიანი პაპი ვიხილოთ?
იმ კარდინალებს შორის, რომლებიც რომის პაპის ტახტზე მოიაზრებიან ორი აფრიკელია. ორივე მათგანი დასავლეთ აფრიკიდან არის. აფრიკაში კათოლიციზმი ჯერაც მზარდი რელიგიაა. ამიტომ ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დროა რომის პაპად აფრიკელი კარდინალი ვიხილოთ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ნენსი პალუსი არკვევდა.
2005 წელს, როდესაც რომის პაპი ბენედიქტე გახდა, ნიგერიის კარდინალი ფრანსიზ არინზე პაპობის ერთერთ კანდიდატად განიხილებოდა. არინზე ახლა 80 წლის არის, თუმცა ბევრი ისევ მოაზრებს ვატიკანის მეთაურის კანდიდატად. მასთან ერთად კიდევ ერთი აფრიკელი კარდინალი განიხილება. ეს 64 წლის პიტერ კოდვო აპიაა, რომელიც განას ეკლესიას მეთაურობს. ვატიკანის უკანასკნელი სტატისტიკის თანახმად, 2009-2010 წლებში ყველაზე მეტი კათოლიკური სასწავლებელი სწორედ აზიასა და აფრიკაში გაიხსნა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი ევროპასა და ამერიკაში შემცირებულია.
მას შემდეგ რაც ბენედიქტე მეთექვსმეტემ გადადგომის შესახებ განაცხადა, აქტუალური გახდა შეკითხვა, რამდენად არის შესაძლებელი რომ ვატიკანის ტახტზე შავკანიანი პაპი ვიხილოთ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს განის არქიეპისკოპოსი პალმერ ბაკლი.
„ჩვენთვის კათოლიკურ ეკლესიაში ეს არავითარ როლს არ თამაშობს და არც უნდა ითამაშოს. სიტყვა კათოლიკე ნიშნავს ერთ სხეულში ყველა კულტურის, ყველა რასის და ყველა ხალხის გაერთიანებას. ამდენად მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი შავია, თეთრი თუ ყვითელი,“ - აცხადებს არქიეპისკოპის.
დაკარის არქიეპისკოპოსი კარდინალი თეოდორ ადრეინ სარი იმ კარდინალებს შორის იქნება, რომლებიც ახალ პაპს აირჩევენ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი პონტიფიკს სიძლიერის და ეკლესიის გაძღოლის უნარით აირჩევენ და არა ეთნიკური ნიშნით. თუმცა, ის ეჭვობს, რომ შავკანიანი პაპის არჩევის დრო უკვე მოსული იყოს. დაკარში უგანდას ეკლესიის წევრი დომინიკ ბასეს განსხვავებული მოსაზრება აქვს.
მისი თქმით, აფრიკელი კარდინალის პაპად არჩევა მსოფლიოში აფრიკის როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ბასე ამ პროცესს, ამერიკის პრეზიდენტად აფროამერიკელი ობამას არჩევას ადარებს. მისი თქმით, უმთავრესია, რომ ახალმა პაპმა რწმენის და კათოლიციზმის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
2009 წელს აფრიკის საკითხზე ეპისკოპოსთა მეორე სპეციალური ასამბლეა გაიმართა, სადაც პაპმა ბენედიქტემ კონტინენტზე გაძლიერებული ფუნდამენტალიზმის, სიღარიბის, უსამართლობის დ ომის წინააღმდეგ ეკლესიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკლესიის დანიშნულება განსხვავებულ ეთნიკურ, ლინგვისტურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შერიგების მიღწევაა.
პაპი ბენედიქტე ტახტს 28 თებერვალს დატოვებს. ამის შემდეგ რომში მსოფლიოს ყველა კარდინალი შეიკრიბება, სადაც ისინი ვატიკანის ახალ მეთაურს აირჩევენ.