რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე ვატიკანში მრევლის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ის ტახტიდან გადადგომას „ეკლესიის სიკეთისთვის“ აპირებს. ეს პონტიფიკის პირველი გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც მან ტახტიდან წასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მან ვატიკანში შეკრებილ ათასობით კათოლიკეს რომის პაპმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
85 წლის ბენედიქტე მეთექვსმეტემ გადადგომის შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთა. მან აღნიშნა,რომ ის ტახტს 28 თებერვალს დატოვებს. ამის მიზეზად პონტიფიკმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ის მრევლს 27 თებერვალს დაემშვიდობება.