"ტრამპის ადმინისტრაცია ინვესტიციას დებს სამხრეთ აზიის თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტში, გამძლეობასა და კეთილდღეობაში", - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბანგკოკში, სადაც ის ახალგაზრდა ლიდერების რეგიონული პროგრამის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
"ჩვენ გვინდა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის სივრცე, სადაც არის კანონის უზენაესობა, გახსნილობა, გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა, ერთმანეთისა და თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა და ნამდვილი პარნტნიორობა", - განმარტა პომპეომ.
სახელმწიფო მდივანმა ჩინეთზეც ისაუბრა და ის "ათწლეულების განმავლობაში ცუდ საქციელში" დაადანაშაულა. მისი თქმით, ჩინეთმა "შეაფერხა თავისუფალი ვაჭრობა და დროა, ეს დამთავრდეს".
პომპეომ, რომელიც ბანჰკოკში ასეანის სამიტზე იმყოფება, შეკრებილ დიპლომატებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება მას შემდეგაც, რაც ორ მხარეს შორის მოსალოდნელი შეხვედრა ტაილანდში არ შედგა.