ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ბირთვული შეთანხმება ოფიციალურად დატოვა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ცივი ომის დროინდელი შეთანხმება მცირე და საშუალო-რადიუსის ბირთვული რაკეტების თაობაზე ოფიციალურად დატოვა.

"რუსეთმა არ თქვა უარი შეთანხმების პირობებთან შეუთავსებელ SSC-8 ან 9M729 საშუალო-რადიუსის სარაკეტო სისტემებზე", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და დასძინა, რომ "მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, რომ შეთანხმება მოკვდა".

პომპეომ ამ განცხადებაში განმარტა, რომ "შეერთებული შტატები არ დარჩება იმ შეთანხმების მხარედ, რომელსაც რუსეთი გამიზნულად არღვევს. რუსეთის დაუმორჩილებლობა შეთანხმების პირობებისადმი საფრთხეს უქმნის ამერიკის უზენაეს ინტერესებს, რადგან რუსეთის მიერ ამგვარი, შეთანხმების საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების განვითარება და გამოცდა პირდაპირი საფრთხეა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისა თუ პარტნიორების მიამრთ", - ამბობს პომპეო.

ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კი იმედი აქვს, რომ ცივი ომის დროინდელ პაქტს ახალი შეთანხმება შეცვლის.

"რუსეთს სურს, რომ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით რამე გაკეთდეს და მე წინააღმდეგი არ ვარ. მათ სურთ, რომ რაღაც გააკეთონ და მეც მსურს", - თქვა პრეზიდენტმა "ამერიკის ხმის" კითხვაზე პასუხად.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ წინა დღეს პრეზიდენტ პუტინთან სუაბრისას ეს საკითხი არ განუხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG