სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ თათბირში, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართება. თათბირის მონაწილენი, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თანამედროვე საფრთხეებს და მათზე რეაგირების მექანიზმებს განიხილავენ.
ასევე ნახეთ: ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორია, გამოწვევები და პერსპექტივა
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პომპეომ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისადმი, რომელიც შვიდ ათეულ წელზე მეტია მშვიდობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
სახელმწიფო მდივანი და მისი კოლეგები იმსჯელებენ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის, საერთო თავდაცვითი პოტენციალის გაზრდაზე და “ნატო-2030” პროცესის ფარგლებში, ტრანს-ატლანტიკური ღირებულებების ცენტრალური როლის მნიშვნელობაზე. ისინი ასევე იმსჯელებენ ერაყში ნატოს მისიის გაძლიერებაზე და მომავლის ისეთ პრობლემებთან გამკლავების გზებზე, როგორიცაა კიბერ-საფრთხეები და პამდემიები.