მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და თავისუფლებისადმი მხარდაჭერას. მისი განცხადებით, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აქტიური, ფუნქციონირებადი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. პომპეოს თქმით, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მსოფლიოში გრძელდება ჟურნალისტების დევნა, მათ ძალადობა და სიკვდილიც ემუქრება და ხშირად, დამნაშავეების დასჯა არ ხდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი უწყება ყველა დონეზე თავდაუზოგავად მუშაობს პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ამასთან, პატივს მიაგებს ყველა, ვინც ჟურნალისტიკის მეშვეობით დემოკრატიის შენარჩუნებას თავი შესწირა .