ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. შეხვედრა ხუთშაბათს, ბერლინში უნდა გამართულიყო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ შეხვედრის გადადება, სხვა, გადაუდებელი საჭიროების საქმეთა გამო გახდა აუცილებელი. თუმცა კონკრეტული ინფორმაცია შეხვედრის გადადების მიზეზების ან ახალი თარიღის შესახებ არ გავრცელებულა.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის თუ რსამდენად იმოქმედებს ეს ცვლილება პომპეოს დაგეგმილ ვიზიტზე ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში ან პარასკევს მის გამგზავრებაზე გრენლანდიაში.