შვედმა სამართალდამცავებმა სტოკჰოლმში ტერაქტი აღკვეთეს. არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურგჩანთაში, სტოკჰოლმის ცენტრალურ პარკში მაშინ აღმოჩინეს, როცა ქალაქი ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობდა.
შვედეთის პოლიციის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალება ადგილზევე მოახერხეს, პარკიდან კი დროებით ხალხის ევაკუაცია მოხდა.
ამ დროისთვის უცნობია, იყო თუ არა მოქმედებაში მოყვანილი ის დეტონატორი, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას გამოიწვევდა. პოლიცია ამბობს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
„მხოლოდ ეროვნული სასამართლო ცენტრის დასკვნის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, იყო თუ არა ასაფეთქებელი მოწყობილობა ფუნქციური“, - ამბობს ერიკ აკერლუნდი, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი.
ამ დროისთვის შვედი სამართალდამცავები მოწმეების გამოკითხვას განაგრძობენ. ასევე სწავლობენ ვიდეო და ფოტო კამერების ჩანაწერებს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.