პოლონეთის პრეზიდენტს, ანდრეი დუდას კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე ადამიანს პრეზიდენტის გარშემო, ასევე დაუდასტურდა ვირუსი.
"პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, სერიოზულად ავად არ არის და მუდმივი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება",- ნათქვამია პრეზიდენტის თანაშემწის, პაველ შროტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლონეთის პრეზიდენტი კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა. პირველად მას კოვიდ-19 2020 წელს დაუდასტურდა.
ასევე ნახეთ: FDA-მ 12-15 წლის მოზარდებისთვის „ბუსტერის“ გაკეთების რეკომენდაცია გასცაპოლონეთში ბოლო პერიოდში, დადასტურებული შემთხვევების მინიმალური რაოდენობა დაფიქსირდა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ტესტირების შემცირებამ გამოიწვია და არა ვირუსის შესუსტებამ.
ქვეყანაში ომიკრონი ჯერ გავრცელებული არ არის. პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 2,5%-ია ომიკრონის შტამი, თუმცა ისინი ელიან, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი პოლონეთში მალე დომინანტი გახდება.