თბილისში გრძელდება მრავალათასიანი აქციები, სადაც მოსახლეობა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტს აპროტესტებს. მთავრობა აქციებს პერიოდულად ძალადობრივი მეთოდებით შლის. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა თბილისი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მისი დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.