პეტრეუსს სენატის და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხების კომიტეტის წინაშე ჩვენებების მიცემა მოუწია
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორს, დევიდ პეტრეუსს, სენატის და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხების კომიტეტის წინაშე ჩვენებების მიცემა მოუწია. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
კომიტეტში განიხილებოდა სექტემბერში, ბენღაზიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა ამერიკის ელჩი ლიბიაში და მისი სამი თანამშრომელი. კაპიტოლიუმის შენობის შესასვლელები ჟურნალისტებით და კამერებით იყო გადაჭედილი. პეტრეუსის სახელთან დაკავშირებული სკანდალის გახმაურებიდან ერთ კვირაზე ნაკლები გავიდა და შესაბამისად მედიის ყურადღება მის მიმართ საკმაოდ დიდია.