საპრეზიდენტო კანდიდატების ნომინაციის პროცესამდე ჯერ რამდენიმე თვეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი წინასაარჩევნო პროცესში უკვე აქტიურადაა ჩართული.
პერი საარჩევნო მარათონში მონაწილეობისას, ქრისტიან კონსერვატორი ამომრჩევლებისთვისაც საკმაოდ პოპულარული გახდა.
„ამერიკა, ცდილობს იხელმძღვანელოს გარკვეული ღირებულებით. მაგრამ საინტერესოა რომელ ღირებულებებზეა საუბარი; დარწმუნებული ვარ ყველა თქვენთაგანი იმ ღირებულებებს იგულისხმებთ, რომელზეც ჩვენი ქვეყანაა დაფუძნებული.“
თუმცა ბოლო საარჩევნო დებატების დროს, პერიმ, მომხრეები დაკარგა მაშინ როცა, საკუთარ მეტოქეზე - მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორ - მიტ რომნიზე მიიტანა იერიში და საკუთარ გამოცდილებას ტეხასის გუბერნატორის პოსტზე მთელი ძალით იცავდა.
პერის ინიციატივას რომელიც არალეგალი ემიგრანტების შვილებს საუნივერსიტეტო სწავლების საფასურში შეღავათით სარგებლობის უფლებას ანიჭებს, კონსერვატორი მეტოქეებისაგან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
ამასთან პერიმ, სულ ახლახანს გამართულ წინაასარჩევნო გამოკითხვაში მონაწილეობის დროს გარკვეული იმედგაცრუებაც გამოიწვია და ამომრჩეველმა ამ დროს ფავორიტად სხვა გამოავლინა გამარჯვებულად.
კანდიდატმა ჰერმან ქეინმა „ენ-ბი-სი-სთან“ საუბრის დროს აღნიშნა რომ პერის ბოლოდროინდელ დებატებში წარუმატებელად წარმოჩენამ, რესპუბლიკელების მხრიდან, ეჭვის ქვეშ დააყენა მისი კონკურენტუნარიანობა ბარაკ ობამასთან მიმართებაში.
„ჩემი აზრით მან იმედგაცრუება გამოიწვია არა იმის გამო თუ რა თქვა , არამედ იმის გამო თუ როგორ თქვა.“
რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრებიც ასევე ბევრ კითხვებს სვამენ პერის დებატებში მონაწილეობის შესახებ. არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი ამბობს რომ რიკ პერი სათანადოდ მომზადებული არ არის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ამ ფონზე, რესპუბლიკელები ნიუ-ჯერსის გუბერნატორს ქრის ქრისტის ურჩევენ რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ამის თაობაზე თავად გუბერნატორი შემდეგს აცხადებს:
„მე თავად არ ვარ მზად პრეზიდენტობისათვის; ამასთანავე, არანაირი უფლება არ მაქვს ჩემი თავი მე თვითონ შევთავაზო ამომრჩეველს ამ პოსტისათვის.“
ექსპერტების თქმით, რიკ პერიმ მომავალში უკეთ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი დებატებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამომრჩევლის მხარდაჭერას დაკარგავს.
კენედის სამთავრობო სკოლის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში დევიდ გერგენი წლების მანძილზე მუშაობდა რესპუბლიკელი და დემოკრატი პრეზიდენტების გვერდით. მისი თქმით:
„რამდენ ხანს გასტანს პერის პოპულარობა არავინ იცის. ამას დრო გვიჩვენებს. “
მიუხედავად ყველაფრისა, „სი-ენ-ენ-ის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, პერი კვლავ უსწრებს რომნის, რასაც პროცენტული შეფარდება 28/21-ზე ადასტურებს. თუმცა, ბოლო ორი კვირის წინ, პერის მომხრეთა რიცხვმა, ზემოთ აღნიშნული საკითხების გამო, გარკვეულწილად იკლო.