პენტაგონი ათასობით სამოქალაქო პირის სამსახურიდან გაშვებისთვის ემზადება

პენტაგონის ბიუჯეტი 50 მილიარდი დოლარით შეიკვეცება
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ემზადება ათასობით სამოქალაქო პერსონალის სამუშაო ადგილებიდან გაშვებისთვის, რაც ახლო მომავალში ფედერალური დანახარჯების მოსალოდნელ შეკვეცას უკავშირდება.

თავდაცვის მდივნის მოადგილე ეშტონ კარტერი აცხადებს, რომ დაწყებულია დაახლოებით 46 ათასამდე დროებითი და კონტრაქტით მომუშავე პირების დათხოვნა. ამასთან იგეგმება სამოქალაქო პერსონალის უხელფასო შვებულებაში გაშვება და იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთების გადავადება.

პენტაგონის ბიუჯეტი 50 მილიარდი დოლარით შეიკვეცება იმ შემთხვევაში თუ კონგრესში არ შეთანხმდებიან ალტერნატიულ გეგმაზე. შეკვეცის დაწყების თარიღად პირველი მარტია დასახელებული.