აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმაში როლის გამო, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.
„პრეზიდენტი ტრამპი შეცდა“ - თქვა პენსმა „გრიდაირონ კლუბის“ ვახშამზე, რომელსაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. „მე არ მქონდა არჩევნების ჩაშლის უფლება. მისმა უგუნურმა სიტყვებმა, იმ დღეს, ჩემს ოჯახს და ყველას კაპიტოლიუმში, საფრთხე შეუქმნა. ვიცი, რომ დონალდ ტრამპს ისტორია პასუხს აგებინებს“ - ამბობს პენსი.
ასევე ნახეთ: ტრამპს ბრალი 4 დანაშაულში უნდა წაეყენოს - კონგრესის საგამოძიებო კომიტეტის საბოლოო დასკვნაანალიტიკოსების შეფასებით, მაიკ პენსი, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საკუთარი ნომინაციის გამოსაცხადებლად ემზადება. მიმომხილველთა ნაწილი ამბობს, რომ ის ხშირად არიდებდა თავს ტრამპთან დაპირისპირებას, თუმცა ახლა მას მწვავედ აკრიტიკებს.
წარმომადგენლთა პალატის კომიტეტმა, რომელმაც 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმა გამოიძია, პენსთან დაკავშირებით თქვა, რომ „შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააბრაზა ბრბო, რომელიც მის საკუთარ ვიცე-პრეზიდენტზე ნადორობდა.“
ასევე ნახეთ: ტრამპი უნდა გასამართლდეს - 6 იანვრის კომიტეტის დასკვნაპენსი, გამართულ ვახშამზე, ასევე გამოეხმაურა საიდუმლო დოკუმენტებს, რომელიც დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლში აღმოაჩინეს. „მე წავიკითხე, რომ ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც მარ-ა-ლაგოში აღმოაჩინეს, პრეზიდენტის ბიბლიაში იყო ჩარჩენილი, რაც ადასტურებს, რომ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ისინი იქ იყო“ - თქვა პენსმა. ამ პრესტიჟულ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკისოები ძირითადად იუმორს მიმართავენ და ერთმანეთის მიმართ ხუმრობენ.