დასრულდება თუ არა ომი? - ავღანეთში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებისთვის ემზადებიან

ავღანეთში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სექტემბერში შედგება. შეხვედრა მომდევნო კვირაში, ქაბულში გაიმართება. ეს გადამწყვეტი შეხვედრა იქნება, რომ ავღანეთში ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომი დასრულდეს.

მოლაპარაკებისკენ თალიბანსა და ავღანეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები. პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ამბობს, რომ განსხვავებების მიუხედავად, მხარეები მაგიდასთან უნდა დაჯდნენ და მოლაპარაკებები აწარმოონ ომის დასამთავრებლად.

ასევე ნახეთ: დატბორილი რამდენიმე პროვინცია და 100-ზე მეტი გარდაცვლილი - წყალდიდობა ავღანეთში

აბდულა აბდულა, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსია და ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს ამბობს, რომ ავღანეთის ოფიციალური პირები მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან და პროცესი შეიძლება სექტემბერში დაიწყოს. ახლა ყველაზე რეალურია, რომ მხარეებს შორის შედგეს მოლაპარაკება და ომი დასრულდეს.

არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ავღანეთის ოფიციალური პირები გაათავისუფლებენ თალიბ პატიმრებს, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამშვიდობო მოლაპარაკების სტიმულირებაში.