6 აფრიკელი ლიდერი "მშვიდობის პროცესის ინიცირების" მიზნით, მოსკოვსა და კიევთან მოლაპარაკებებს იწყებს. თუმცა, მშვიდობა რუსეთ-უკრაინას შორის არ იქნება ერთადერთი განხილვის საგანი. აფრიკელი ქვეყნის ლიდერები ეცდებიან ახალი გზები მოძებნონ და მიიღონ სასუქი მწვავედ საქნცირებული რუსეთისგან, ვინაიდან მათ ქვეყნებს ეს სასუქი ახლა კრიტიკულად ესაჭიროებათ.
ჟან ივს ოლივიერი, საერთაშორისო მომლაპარაკებელი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები დაწყებულიყო, ამბობს, რომ აფრიკელ ლიდერებს, ასევე სურთ, განიხილიონ უკრაინიდან მეტი მარცვლეულის გატანისა და პატიმრების გაცვლის საკითხი ორივე ქვეყანასთან.
ასევე ნახეთ: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დამატებით 2 თვით გახანგრძლივდაოლივიერის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მომავალ თვესააა დანიშნული. თავად კი მოსკოვში კვირას ჩავიდა, რათა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდეს და მოლაპარაკებებისთვის საჭირო სამზადისი დაიწყოს. მოსკოვის შემდეგ, ოლივიერი იმავეს აპირებს კიევშიც.
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ორივემ თანხმობა გამოთქვეს ცალ-ცალკე უმასპინძლონ 6 აფრიკული ქვეყნის- სამხრეთ აფრიკის, სენეგალის, ეგვიპტის, კონგოს რესპუბლიკის, უგანდისა და ზამბიის პრეზიდენტებს.
ამ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ და მხარს უჭერენ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი, გაერო, აფრიკის კავშირი და ჩინეთი, ამბობს საერთაშორისო მომლაპარაკებელი, ოლივიერი სააგენტო "როიტერთან" საუბრისას.