პაკისტანში ბავშვებს ვაქცინაციაზე უარი ეთქვათ

სამხედრო დაჯგუფებამ ანტი-პოლიომელიტის ჯგუფებს ვაქცინაციის დაწყება აუკრძალა

პაკისტანის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ 250,000 ბავშვს პოლიომელიტის ვაქცინაცია სავარაუდოდ არ ჩაუტარდება. ეს განცხადება მთავრობამ მეამბოხეების მიერ გაკეთებული მუქარის შემდეგ გამოაქვეყნა.

სამდღიანი პოლიომელიტის საწინააღმდეგო აქცია ორშაბათს დაიწყება. გასულ თვეს მეამბოხეებმა გააფრთხილეს ანტი-პოლიომელიტის ჯგუფები შეწყვიტონ ვაქცინაციის კამპანია, თუ არასასურველი შედეგების თავიდან აცილება სურთ. როგორც მეამბოხეები აცხადებენ, ვაქცინაცია საბაბია იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის მასშტაბით დრონების თავდასხმებისთვის სამომავლო ობიექტები მონიშნოს.

ამ ვარაუდის დასამტკიცებლად სამხედრო დაჯგუფებამ დაპატიმრებული პაკისტანელი ექიმის შაკი აფრიდის შემთხვევას ასახელებს, რომელმაც ბინ ლადენის ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, ყალბი ვაქცინაციის ჩატარების დროს მოიპოვა.