ოპერაცია პაკისტანში

უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დაიბრუნეს
პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში, უსაფრთხოების ძალებმა ამბოხებულთა ჯგუფი გაანადგურეს. წინა დღით კი, პეშავარის რაიონში მოძრაობა თალიბანმა ქალაქის აეროპორტზე იერიში განახორციელა. ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების ძალების რაზმმა აეროპორტის მახლობლად მდებარე შენობაზე შტურმი მიიტანა, სადაც თალიბანის ხუთი მებრძოლს მძევალი ყავდა აყვანილი. შტურმის შედეგად სამი ამბოხებული გაანადგურეს, დანარჩენმა ორმა კი თავი აიფეთქა. აეროპორტის იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.