ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, როდესაც ფეშავარის პროვინციის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
ისლამაბადში ამერიკის ხმის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების გარდა, აეროპორტს ჭურვიც მოხვდა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა აეროპორტში შესვლა ვერ შეძლეს . პაკისტანის ეროვნული ავიახაზების განცხადებით, ფეშავარის აეროპორტი ტერაქტის შემდეგ დაიხურა და ყველა რეისი გადაიდო.
პაკისტანში ტერორისტული აქტი მოხდა
ფეშავარის პროვინციის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა