პაკისტანში მიწისძვრა მოხდა

4.5 ბალიანი მიწისძვრა სამხრეთის რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა
პაკისტანის ოფიციალური წყაროების ცნობით, ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის გამო სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. 4.3-4.5 ბალიანი მიწისძვრა სამხრეთის რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა.

პოლიციის განცხადებით მიწისძვრა დილით ადრე მოხდა. ბევრ სახლში სახურავი ისე ჩამოინგრა, რომ იქ მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ ეძინათ. ადგილობრივ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.