ოპერაცია დრონით გუშინაც განხორციელდა, რომლის დროსაც ოცი მეამბოხე იქნა მოკლული
პაკისტანის უშიშროების ძალების განცხადებით, შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ლიკვიდირებულია შვიდი მეამბოხე. დრონმა ოპერაცია პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვაზირისტანის რეგიონში ჩაატარა.
ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით, დრონმა ორი ავტომანქანა გაანადგურა, რომლებიც დღეს შავალის რაიონიდან ჩრდილოეთ ვაზირისტანისკენ გადაადგილდებოდნენ. ეს რეგიონი თალიბებისა და ალ ყაიდას უსაფრთხო თავშესაფრადაა მიჩნეული.
ოპერაცია დრონით გუშინაც განხორციელდა, რომლის დროსაც ოცი მეამბოხე იქნა მოკლული.
დრონების გამოყენება ისლამაბადსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების გამძაფრების მიზეზი გახდა. პაკისტანი მიიჩნევს, რომ დრონები პაკისტანის ნებართვის გარეშე ქვეყნის საჰაერო საზღვრების სუვერენიტეტს არღვევენ, ამერიკის აზრით, კი ეს იერიშები უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ალ ყაიდასა და თალიბების დასამარცხებლად.