მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ტერაქტის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს. მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა და 150 დაიჭრა.
დაკრძალვების ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. ქალაქში დაკეტილია სკოლები და მაღაზიები.
აფეთქება კვირას მოხდა, როდესაც შიიტურ მეჩეთს მლოცველები ტოვებდნენ. ტერაქტის შედეგად რამდენიმე შენობა ცეცხლში გაეხვა, საიდანაც ადამიანები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დაჭრილთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ხელისუფლების ცნობით, ასაფეთქებელ მოწყობილობაში ქიმიური ნივთიერებაც ერია, რამაც ხანძარი გამოიწვია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.