ვაზირისტანის რეგიონში პაკისტანელი პოლიციელი პოლიომელიტის ვაქცინაციის სამედიცინო ჯგუფის დაცვის დროს მოკლეს. დეკემბრის შემდეგ ეს უკვე მეთერტმეტე მვლელობაა ამ რეგიონში.
თვითმხილველთა განცხადებით, სამშაბათს ქალაქ მარდანში შეიარაღებულმა პირმა პოლიომელიტის ჯგუფის წევრებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივმა თალიბებმა ამ რეგიონში ვაქცინაციის ჯგუფებს შპიონაჟის ბრალდებით აცრების ჩატარება აუკრძალეს. მოსახლეობაში ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ ვაქცინაცია მუსლიმი ბავშვების სტერილიზაცისითვის იყო გამიზნული.
გაეროს მონაცემებით, გასულ წელს პაკისტანში ვაქცინაციის ჯგუფებიდან 19 სამედიცინო მოსამსახურე მოკლეს.