ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირან-პაკისტანური თანამშრომლობა


ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრით პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი მოახლოებულ არჩევნებში რეიტინგის გაძლიერებას ცდილობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
თეირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, პაკისტანი ენერგეტიკის და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ირანთან ურთიერთობას აფართოვებს. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი შერონ ბენი იუწყება, ამ პროცესმა შესაძლოა პაკისტანის და შეერთებული შტატების თანამშრომლობა დააზიანოს.

რამდენიმე დღის წინ ისლამაბადში თეირანის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა ირანიდან გაზსადენის მშენებლობა იყო, რომლის ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი პაკისტანის ენერგოსისტემას გააუმჯობესებს. ასევე, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიქმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვრის დაცვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს შეთანხმებები იმ დროს გაფორმდა, როდესაც ირანზე შეერთებული შტატების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოქმედებს. სანქციების მიზეზი, როგორც ცნობილია, თეირანის ბირთვული პროგრამაა.
მართალია ირანი აცხადებს, რომ მისი პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა, თუმცა დასავლეთი შიშობს, რომ თეირანი რეალურად ბირთვული ბომბის შექმნას ცდილობს.
როგორც შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი რაიან ჰარისი აცხადებს, სანქციები იმ კომპანიებზე მოქმედებს, რომლებიც ირანთან ბიზნესის კეთებას ცდილობენ.

„ჩვენ ნათელი გავხადეთ პარტნიორებისთვის, რომ იმ ქმედების თავიდან არიდება, რაც გაეროს სანქციებით ან ამერიკის კანონმდებლობით არის აკრძალული, მათსავე ინტერესებში შედის,“ - აცხადებს რაიან ჰარისი.

მისი თქმით, შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ პაკისტანისთვის ალტერნატიული და გრძელვადიანი ენერგოპროექტები შესაძლებელია, მაგალითად თურქმენეთიდან ან ავღანეთიდან.
ჰარისი ამბობს, რომ გარდა ამისა, ვაშინგტონი პაკისტანში ფართომასშტაბიან ჰიდროელექტროსადგურის და თერმული ენერგოპროექტების მშენებლობას აფინანსებს.

ირანსა და პაკისტანს შორის გაზსადენის მშენებლობის შესახებ დისკუსია დიდი ხანია მიდის. თუმცა, უკვე გასულ კვირას ისლამაბადს თეირანის დელეგაცია ესტუმრა და ამ გარიგების რეალიზებაც დაიწყო.

რასულ ბახშ რაისი ლაჰორის უნივერსიტეტში პოლიტიკის პროფესორია. ის ამბობს, რომ ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრით პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი მოახლოებულ არჩევნებში რეიტინგის გაძლიერებას ცდილობს. მოსახლეობა პაკისტანის მთავრობას ენერგოსაკითხების მოუგვარებლობაში სდებს ბრალს.
რაისის თქმით, საკითხავია, თუ როგორ მოახერხებს პაკისტანი ამ ეკონომიკურად მომგებიან გარიგებასთან პოლიტიკური საკითხების შესაბამისობას.

„როგორ შეძლებს პაკისტანი თავისი ეკონომიკის დაბალანსებას, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის და შეერთებული შტატების დახმარებაზეა დამოკიდებული? გარდა ამისა, ეს გარიგება საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობას შეიცავს,“ - ამბობს რაისი.

მისი თქმით, პაკისტანის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებს ირანის გულისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის განაწყენების სურვილი არ გააჩნიათ.
XS
SM
MD
LG