პაკისტანში აფეთქება მოხდა

თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მთავრობის მაღალჩინოსნის მოკვლა სცადა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. თავდასხმის სამიზნე ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ისლამისტური პოლიტიკური პარტიის ჯამეტ ე ისლამის ყოფილი თავმჯდომარე იყო.

პოლიციის განცხადებით, ქაზი ჰუსეინ აჰმადი აფეთქებას დაგაურჩა, თუმცა, ინციდენტის შედეგად პარტიის სამი წევრი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.