აშშ პაკისტანს მოუწოდებს

აშშ პაკისტანს მოუწოდებს

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები მოუწოდებენ პაკისტანს, გაუზიარონ ავღანეთის საზღვრის გასწვრივ არსებული საგუშაგოების რუქები, რათა თავიდან აცილებულ იქნას კოალიციის გასული თვის შეცდომა, რომელსაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური , გენერალი ჯეიმს მატისი აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედიიდან უმთავრესი გაკვეთილი მხარეებს შორის არაკოორდინირებული მუშაობაა. მისივე თქმით აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს ნდობა.

გენერალმა მოუწოდა პაკისტანის მთავრობას სრულად გაამჟღავნოს სასაზღვრო ნაწილში არსებული შენობებისა და ნაგებობების ადგილმდებარეობა და ასევე საერთო მონაცემთა ბაზის საშუალებით მოახდინოს უახლესი ცვლილებების გაზიარება.