ხმების დათვლა კვლავ გრძელდება
პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინსტრის ნავაზ შარიფის კონსერვატიულმა მუსლიმთა ლიგის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იზეიმა, თუმცა ხმის დათვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური შედეგები მის გამარჯვებას დაადასტურებს, შარიფი დაუბრუნდება თავის თანამდებობას, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მას ორჯერ ეკავა.
სავარაუდოდ დიდი უპირატესობა არცერთ პარტიას არ ექნება და შესაბამისად პარლამენტში შარიფს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს.
ლაჰორში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ნავაზ შარიფმა ოპონენტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით ინფლაციის, უმუშევრობის და თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.