ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


პაკისტანში პირველად, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ასეთივე არჩევნების შედეგად შეიცვლება

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელიც შეიძლება ისტორიულად ჩაითვალოს, რადგან პაკისტანში პირველად, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ასეთივე არჩევნების შედეგად შეიცვლება.
არჩევნების მიმდინარეობას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უშიშროების გაძლიერებული ზომები მიიღო.
ქალაქ ყარაჩიში ავამის ეროვნული პარტიის ოფისთან ორი ბომბი აფეთქდა, რამაც 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბელუჯისტანის პროვინციაში კი ორმხრივი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის მუსლიმურ ლიგას უწინასწარმეტყველებენ.
XS
SM
MD
LG