პაკისტანის მთავრობა ირანიდან მომავალი გაზსადენის დაფინანსებას აპირებს, მას შემდეგ რაც ჩინეთის ინდუსტრიულმა ბანკმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე.
ცოტა ხნის წინ ჩინურმა ბანკმა ამ პროექტის დაფინანსების ტენდერი მოიგო, მაგრამ როგორც ჩანს ამერიკა-ირანის დაპირისპირების ფონზე გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლის გამო უარი თქვა მის განხორციელებაზე.
გაზსადენის გაყვანის შემთხვევაში პაკისტანი ყოველდღიურად 21 მილიონ კუბომეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ეს პროექტი პაკისტანს 1,2 მილიარდი დოლარი დაუჯდება.