ამერიკის კონოაკადემიის ჯილდო ოსკარი წელს ფილმმა “მწვანე წიგნი” მოიპოვა.
კონოაკადემიის დაჯილდოვების 91-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში 24 თებერვალს გაიმართა.
“მწვანე წიგნის” ერთ-ერთი გმირის განსახიერებისთვის მსახიობმა მაჰერშალა ალიმ ოსკარი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. აკადემიამ ფილმი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისაც ოსკარით დააჯილდოვა.
მექსიკელი რეჟესორის ალფონსო კუარონის ფილმი “რომა” საღამოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებული იყო. კუარონმა, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის ტიტული და მასთან ერთად ოსკარიც მოიპოვა, დამატებით კიდევ ორი ოსკარი მიიღო - საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის და საუკეთესო უცოხოენოვანი ფილმისთვის.
“რომას” მთავარი გმირი იალიცა აპარიციო პირველი მექსიკელი მსახიობი ქალი იყო, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მოიპოვა. მან ამ კატეგორიაში გამარჯვება ვერ შეძლო. საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული წელს ოლივია კოლმანმა მოიპოვა ფილმში “ფავორიტი” მთავარი როლის შესრულებისთვის.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მფლობელი რამი მალეკი გახდა, რომელმაც ლეგენდარული მომღერალი ფრედი მერკური განასახიერა ფილმში “ბოჰემური რაფსოდია.”
ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარი რეჯინა კინგმა მოიპოვა. ის ფილმში “ბილის ქუჩას ლაპარაკი რომ შეეძლოს” გმირს განასახიერებდა.