უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საკუთარ მმართველ პარტია „ფიდეზს“ უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ პროსამთავრობო გაზეთი „მაგიარ ნემეზეტი“ იტყობინება.
ასევე ნახეთ: ევროკავშირმა ენერგო გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობსმთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაქსმა „როიტერს“ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ პასუხში ორბანის კომენტარი დაუდასტურა.
უნგრული გამოცემის ინფორმაციით, ორბანმა, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების მწვავე კრიტიკოსია, ეს განცხადება თავისი პარტიის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.
ორბანმა შეხვედრაზე თქვა, რომ ევროკავშირის სანქციებმა გაზის ფასების ზრდა და ინფლაცია გამოიწვია. მისი თქმით, თუ ეს ზომები გაუქმდება, გაზის ფასი 50%-ით შემცირდება და ინფლაცია დაეცემა. გაზეთს არ დაუსახელებია, თუ რა შეფასებას ეყრდნობოდა ორბანი ამ განცხადების გაკეთებისას. პარტიის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ორბანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ბრიუსელის სანქციებმა, ევროპა ენერგეტიკული კრიზისისკენ მიიყვანა“.
ასევე ნახეთ: რუსეთში სამხედრო მობილიზაცია დაიწყო, რუსების ნაწილი ქვეყნიდან გასვლას ჩქარობსორბანი ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთგვარი გამონაკლისია, რომელიც რუსეთს საჯაროდ უჭერს მხარს და ასევე საჯაროდ საუბრობს რუსეთისთვის სანქციების გაუქმებაზე.