უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კვირას საბჭოთა ჯარები, რომლებმაც 1956 წელს უნგრეთის აჯანყება ჩაახშეს, ევროკავშირის ინსტიტუტებს შეადარა. უნგრეთის მოვლენებიდან 66 წლის იუბილის აღსანიშნავად, ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირი, რომელიც უნგრეთში დემოკრატიულ უკანდახევას აკრიტიკებს, საბჭოთა კავშირის მსგავსად, დაასრულებს მის ისტორიას.
„მოდით არ შევაწუხოთ ისინი, ვინც უნგრეთს ბრიუსელის ჩრდილებიდან და სიმაღლეებიდან ესვრის. ისინი ისე დაასრულებენ, როგორც მათი წინამორბედები“, - თქვა მან. ორბანმა, უნგრეთის აჯანყების წლისთავი, ქვეყნის დასავლეთში ზალაეგერსზეგში აღნიშნა და დაარღვია ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლის ტრადიცია.
ასევე ნახეთ: ორბანი რუსეთზე დაწესებული სანქციების უკუქმედებაზე საუბრობსპარალელურად, ბუდაპეშტში ხელფასების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. აქციებს მასწავლებლები და სტუდენტები მართავენ. ორბანი, რომელიც თავის მმართველობის ფორმას, "არალიბერალურ დემოკრატიას" უწოდებს, ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების შემცირების საფრთხის წინაშეა დემოკრატიულ უკუსვლის და კორუფციის გამო. ქვეყანას მილიარდობით ევროს დაკარგვა ემუქრება.
„ჩვენ აქ ვიყავით, როცა იმპერია დაგვესხა თავს, და ჩვენ აქ ვიქნებით, როცა ეს უკანასკნელიც დაიშლება“, - განაცხადა ორბანმა. „ჩვენ ვიმარჯვებთ მაშინაც კი, როცა ვმარცხდებით“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: ორბანი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე საუბრობსუნგრეთი 23 ოქტომბერს, 1956 წლის აჯანყებას აღნიშნავს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა რეპრესიები მოჰყვა. საბჭოთა ჯარების მიერ, სტალინისტური რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხის ჩახშობას 3000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორბანს, იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინაში არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს, აკრიტიკებენ მისი განცახდებების გამო, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა დაწესდეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ორბანმა გაერთიანების სანქციების პაკეტებს, საბოლოოდ ხმა მისცა.