ამერიკაში, უისკონსინის შტატის ქალაქ კენოსაში, უკვე მესამე ღამეა საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები კვირას მომხდარ ფაქტს აპტოტესტებენ, როდესაც პოლიციელმა კიდევ ერთ შავკანიან მამაკაცს ესროლა.
ორივე გარდაცვლილი სამშაბათს, საპროტესტო აქციის დროს დაჭრეს სხვა დემონსტრანტებთან ერთად. ადგილობრივი მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. საბოლოოდ, პოლიციამ აიძულა დაპირსპირებული მხარეები ტერიტორია დაეტოვებინათ.
ასევე ნახეთ: ამერიკის ზოგიერთ ქალაქში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდაკვირას, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა 29 წლის ჯეიკობ ბლეიკს. სამშაბათს კი მამამისმა თქვა, რომ ბლეიკი წელსქვემოთ პარალიზებული იყო. რამდენიმე საათში კი ძალადობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.
ბლეიკის მამამ, გაზეთ "ჩიკაგო სან-თაიმსს" უთხრა, რომ მის შვილს 8 ჭრილობა ჰქონდა. მისი თქმით, ექიმებმა ჯერ არ იციან ბლეიკი სამუდამოდ პარალიზებული დარჩება, თუ არა.
ბენ ქრამბი, დაჭრილი ბლეიკის ადვოკატი ამბობს, რომ "სასწაული იქნება", თუ ის ისევ შეძლებს სიარულს.