„ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ლიდერიდან ერთ-ერთი, სირიაში, ამერიკის საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია. აღნიშნული განცხადება პენტაგონმა გაავრცელა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაჰერ ალ-აგალის ლიკვიდაცია,ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, დრონით განხორციელდა. მძიმედ არის დაშავებული მისი ახლო მოკავშირე.
„ოპერაცია დიდხნიანი დაგეგმვის შემდეგ ჩატარდა, რათა ის წარმატებული ყოფილიყო. თავდაპირველი შედეგები აჩვენებს, რომ მას არ მოჰყოლია სამოქალაქო მსხვერპლი“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო ISIS-ის ქსელების განვითარებაზე, ერაყისა და სირიის გარეთ.
ახალი ამბების სააგენტო, „როიტერმა“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებამდე გაავრცელა.
ასევე ნახეთ: აშშ: ირანი გეგმავს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის დრონები მიაწოდოსშეერთებულ შტატებს დაახლოებით 900 ჯარისკაცი ჰყავს სირიაში, ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც უკვე ათწლეულზე მეტია რაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
თებერვალში, „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარმა ლიდერმა სირიაში აშშ-ის სამხედრო რეიდის დროს თავი აიფეთქა.
2014-2017 წლებში, მისი სიძლიერის პიკში, ტერორისტული დაჯგუფება დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა და პასუხისმგებელ იყო მრავალ ტერაქტსა და თავდასხმაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.
2019 წლის შეფასებით, დაჯგუფება 14,000-დან, 18,000-მდე წევრს ითვლიდა. თუმცა, დაჯგუფების წევრთა ზუსტი რაოდენობა უცნობია და მისი ძალაუფლების შემცირებასთან ერთად, სავარაუდოდ წევრთა რაოდენობაც მცირდება. ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ჯგუფი რჩება საფრთხედ, ამერიკისა და მისი პარტნიორებისთვის.