"წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარი მაიკლ რუბინი შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებზე საუბრობს. რუბინი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ბაიდენის ადმინსტრაციისგან ნაკლებად მოსალოდნელია. ის განმარტავს, რომ რეგიონში რთული ვითარება, ამ პროცესზე გავლენას ახდენს.
"პირადად მე ძალიან მინდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. მჯერა, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაკარგა ამის რეალური შესაძლებლობა. ჩემი რწმენით ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე რუსეთის პროვოცირებას არ შეეცდება,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" მაიკლ რუბინი.
ალიანსის საგარეო საქმეთ მინისტრების შეხვედრამდე, ამერიკელმა და ევროპელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ნატოს ანგარიში წარუდგინეს, რომელიც ალიანსს ახალ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან ადაპტაციის მეთოდებს სთავაზობს. ანგარიშის თქმით, საჭიროა ალიანსი მოერგოს გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელსაც რუსეთისა და ჩინეთის გაზრდილი როლი და მათი მხრიდან მომავალი საფრთხეები ქმნის.
ასევე ნახეთ: მიტჩელი: უნდა გადაიხედოს ბუქარესტის დაპირება და საქართველოსთან "საკონტროლო სიით" ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოსსწორედ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მიუთითებს მაიკლ რუბინი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მაგალითზე ამბობს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება, ნატოს გაფართოების პერსპექტივაზე მოქმედებს.
"შესაძლოა მომავალში არსებობდეს შესაძლებლობა თუ რუსეთში ქაოსი იქნება, პუტინის პერიოდის შემდეგ. მაგრამ ამჟამად რეგიონში რთული, საშიში ვითარებაა. რუსული და თურქული სამხედრო ძალები აზერბაიჯანში იმყოფებიან. შეიძლება ალიევმა ისაუბროს გამარჯვებაზე, მაგრამ მან აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ძირითადად დაკარგა. რთული ვითარებაა სომხეთშიც. აზრაკში მცხოვრები ადამიანები უსაფრთხოების არ ქონაზე ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ რუსული პასპორტების აღება სურთ რათა მათ სჯერათ რომ რუსები დაიცავენ. ყარაბაღს თუ ზემოდან დავხედავთ მივხვდებით რომ არსებული ვითარება და დინამიკა საბოლოოდ ანადგურებს სომხეთისა და ზერბაიჯანის სუვერენიტეტს", - ამბობს ის.
რუბინის თქით, თუ მთიან ყარაბაღში დაპირისპირება განახლდება, ეს საქართველოს გამოწვევის წინაშე მოაქცევს.
ასევე ნახეთ: მთიან ყარაბაღში იარაღი დუმს - ვინ მოიგო?"თუ ვითარება გართულდა და [კონფლიქტი] არ შეწყდა, შესაძლოა საფრთხე შეექმნას საქართველოსაც, რაც ნამდვილი ტრაგედია იქნება რადგან სამხრეთ კავკასიაში დღეს საქართველოზე წარმატებული არავინაა,"- ამბობს რუბინი.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღისთვის ბრძოლა 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს ზავით დასრულდა. რუსეთმა ნოემბრის შეთანხმების შემდეგ, რეგიონში 2 000 მშვიდობისმყოფელი განათავსა. შეთანხმება ამ დრომდე არ განსაზღვრავს მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსს.