ჯანმო: „ომიკრონი“ ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს, მსოფლიო უნდა მოემზადოს

კორონავირუსის ძლიერ სახეცვლილი, ახლადაღმოჩენილი ვარიანტი „ომიკრონი“, სავარაუდოდ, საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება და ინფექციის გაზრდის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს - ამბობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაცია. ჯანმო მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ გავრცელებას, ზოგიერთ ადგილებში შესაძლოა „მძიმე შედეგები“ მოჰყვეს.

ასევე ნახეთ: ქვეყნები საზღვრებს თანდათან კეტავენ, მიზეზი კორონავირუსის ახალი ვარიანტია


ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონთან“ დაკავშირდებული გარდაცვალება, ამ დრომდე, არ დაფიქსირებულა. თუმცა, საჭირო იყო ახალი ვარიანტის შემდგომი კვლევა იმისთვის, რომ შეფასდეს მისი პოტენციალი, რამდენად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს უკვე არსებულ ვაქცინებს. ასევე იმუნიტეტს, რომელიც წინა ვარიანტებით ინფიცირებით არის მიღეწული.

„ომიკრონის“ აღმოჩენა-გავრცელების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი. ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მოლოდინში, გაერო თავის 194 წევრ სახლემწიფოს მოუწოდებს, მაღალპრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დააჩქაროს.

„ომიკრონს აქვს ცილის წაწვეტებების, ე.წ. სპაიკის უპრეცედენტო რაოდენობის მუტაციები, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია, პანდემიის ტრაექტორიაზე პოტენციური გავლენის გამო. საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც მაღალი“ - აცხადებს ჯანმო.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ „ომიკრონის“ გამოჩენამ აჩვენს, თუ რამდენად „საშიში და დამაეჭვებელი“ იყო ვითარება.

ასევე ნახეთ: ბერძნული ეკლესიები კოვიდ-ტესტზე უარყოფით პასუხს ითხოვენ

„„ომიკრონმა“ აჩვენა, თუ რამდენად სჭირდება მსოფლიოს პანდემიებთან დაკავშირებით ახალი მიდგომა. ჩვენი ამჟამინდელი სისტემა აფერხებს ქვეყნებს, გააფრთხილონ სხვები მოსალოდნელი საფრთის შესახებ“ - განაცხადა გებრეიესუსმა ჯანდაცვის მინისტრთა ასამბლეაზე.

ომიკრონის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბერს, სამხერეთ აფრიკიდან გავრცელდა, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს.