66 წლის ასაკში გარდაიცვალა მარტინ მაკგინესი, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყოფილი მეთაური. ის ბოლო 10 წლის მანძილზე ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილე იყო და იანვარში პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.
მაკგინესს თანაპარტიელები ნამდვილ რესპუბლიკელად თვლიდნენ, “რომელიც დაუღალავად მუშაობდა მშვიდობის დასამყარებლად და ქვეყნის გაერთიანებისთვის”. მარტინ მაკგინესმა დიდი როლი შეასრულა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რომლის შედეგადაც 1998 წელს ირლანდიის რესპუბლიკური არმია განიარაღდა, დუბლინს და ლონდონს შორის კი ბელფასტის შეთანხმება გაფორმდა. წარმატებული მოლაპარაკების საფუძველზე, ჩრდილოეთ ირლანდიაში მმართველობა ადგილობრივ უწყებებს გადაეცა.