ირლანდიელმა კანონმდებლებმა ახალი კანონი დაამტკიცეს, რომელიც ქალს აბორტის გაკეთების უფლებას კონკრეტულ შეზღუდულ შემთხვევებში აძლევს.
პარლამენტმა კანონს კენჭი პარასკევს უყარა. ის 127 31-ის წინააღმდეგ თანაფარდობით გავიდა. პრემიერ მინისტრ ენდა კენის პარტიის ხუთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რის გამოც ისინი პარტიიდან გარიცხეს.
სადავო კანონპროექტის გამო ქვეყანაში აბორტის მომხრე და მოწინააღმდეგე ჯგუფების საპროტესტო დემონსტრაციები იმართებოდა.
ახლა უკვე მიღებული კანონის თანახმად, აბორტის გაკეთება მხოლოდ მაშინაა ნებადართული, თუ ორსულობა ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ან ის თვითმკვლელობაზე ფიქრობს.