ობამა ისრაელს ეწვევა

ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ისრაელი

მეორე საპრეზიდენტო ვადაში ბარაკ ობამას პირველი ვიზიტი ისრაელში შედგება. ასევე პრეზიდენეტი ეწვევა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს და ჩავა იორდანიაშიც. ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილული იქნება სირიის და ირანის საკითხები. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი არკვევდა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ბარაკ ობამამ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნული ვიზიტის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ გასულ თვეს სატალეფონო საუბრის დორს მიაღწიეს.

„როდესაც პრეზიდენტი 28 იანავარს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ესაუბრა, მათ გაზაფხულზე ისრაელში პრეზიდენტის ვიზიტი განიხილეს. პრეზიდენტის მეორე ვადა და ასევე ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირება იძლევა საშუალებას, რათა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს და გამტკიცდეს,“ - განაცხადა ჯეი კარნიმ

მან დაადასტურა, რომ შეხვედრაზე სირიის და ირანის საკითხებიც იქნება განხილული.

ისრაელის მედიის ცნობით, პრეზიდენტი ობამა ისრაელს 20 მარტს ეწვევა. კარნიმ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა, მისი თქმით, დამატებითი დეტალები ვიზიტის თარიღის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება. მართალია, თეთრი სახლის ოფიციალური პირები და თავად პრეზიდენტი ობამა ამერიკა-ისრაელის ურთიერთობების სიმყარეზე მიუთითებენ, თუმცა თავად ობამას და ნეთანიაჰუს ურთიერთობას ხშირად საკმაოდ რთულს უწოდებენ.

ბარაკ ობამა ისრაელს და იორდანეს დასავლეთ ნაპირს პირველად 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ეწვია. მან მაშინ განაცხადა, რომ დაიცავს ისრაელს და ხელს შეუშლის ირანში ბირთვული იარაღის შექმნას.
2010 წელს პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტის და იორდანიის ლიდერები მიიწვია. იმ დროს, პრეზიდენტმა ობამამ გამოთქვა ფრთხილი იმედი, რომ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესში პროგრესი იქნებოდა მიღწეული.