ბარაკ ობამა სირიის შესახებ საუბრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია იმ სამხედრო დახმარების ხასიათი, რომელსაც ვაშინგტონი სირიელ აჯანყებულებს აღმოუჩენს
ბარაკ ობამას განცხადებით, სირიის მთავრობამ დაკარგა ქვეყნის სათავეში დარჩენის მორალური უფლება, მას შემდეგ რაც ათი ათასობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს დაუნდობელ სამოქალაქო ომში.

ამ განცხადების მიუხედავად შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია იმ სამხედრო დახმარების ხასიათი, რომელსაც ვაშინგტონი სირიელ აჯანყებულებს აღმოუჩენს.

ბერლინში გამართული პრესკონფერენციის დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ახალ ომში ჩართვას არ აპირებს.
ამერიკის პრეზდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბაშარ ასადის მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, თუმცა მოსკოვი ჯიუტად უარყოფს ამ ინფორმაციას.