პრეზიდენტის მიმართვა

ობამამ ამერიკელებს მოუწოდა, კონგრესს ფედერალურ სტუდენტურ კრედიტებზე წლიური ინტერესის გაორმაგება არ დაუშვას
პრეზიდენტი ობამას ყოველკვირეული მიმართვის მთავარი თემა ამჯერად სასწავლო კრედიტების საპროცენტო განაკვეთის ზრდის შეჩერება და ტრანსპორტის შესახებ კანონპროექტი იყო.

შეერთებული შტატების ლიდერმა ამერიკელებს რადიო და ინტერნეტის საშუალებით მიმართა და მოუწოდა კონგრესს ფედერალურ სტუდენტურ კრედიტებზე წლიური ინტერესის გაორმაგება არ დაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში 1 კვირაში ამერიკელი ახალგაზრდების დავალიანება მკვეთრად გაიზრდება.

რესპუბლიკელთა მიმართვის ავტორი ლუიზიანელი კონგრესმენი, ბილ კესიდი გახლდათ. მან მთავარი აქცენტი ობამას ჯანდაცვის რეფორმის კრიტიკაზე გააკეთა და საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა. კესიდი პროფესიით ექიმია. მისი თქმით, რეფორმა ჯანდაცვის ხარჯებს გაზრდის და მცირე ბიზნესების მიერ სამუშაო ადგილების შექმნას შეაფერხებს.