აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რუსეთთან შექმნილი დაძაბულობის განეიტრალება შესაძლებელია. ამის შესახებ მან პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მხარეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის სირიაში შემნილი ვითარება, ირანის პრობლემა და ვაჭრობის საკითხები. ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა მექსიკაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად შედგა. როგორც პრეზიდენტმა ობამამ დასძინა, მხარეები შეთანხმდნენ რომ სირიაში ძალადობის შეწყვეტისთვის ეფექტური გზების გამონახვაა საჭირო. ლიდერების განცხადებით, საუბრისას ბევრი "საერთო შეხედულება გამომჟღავნდა" სირიასთან მიმართებაში.
ბარაკ ობამა: რუსეთთან შექმნილი დაძაბულობის განეიტრალება შესაძლებელია
პოპულარული
1