ერისადმი მიმართვა

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ხანდაზმულ ამერიკელებს და საშუალო კლასის ამერიკელთა ოჯახებს არ უნდა დააწვეთ მხრებზე დეფიციტის სიმძიმე
პრეზიდენტი ობამა კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. მიმართვის მთავარი თემები მყიფე ეკონომიკის აღორძინება და უმუშევრობის დაძლევა იყო.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, კონგრესმენთა გადაუწყვეტელობის გამო ბიუჯეტის 1 ტრილიონი დოლარით შეკვეცა არასწორი იდეაა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯზე განათლების და ჯანდაცვის დარგში შეკვეცების განხორციელება კიდევ უფრო არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ხანდაზმულ ამერიკელებს და საშუალო კლასის ამერიკელთა ოჯახებს არ უნდა დააწვეთ მხრებზე დეფიციტის სიმძიმე, მაშჲნ როდესაც მდიდარ ამერიკელებს ქვეყნისთვის არანაირი დახმარების გაწევა არ უხდებათ.